6 ერი იწყება – ყველაფერი, რაც ამ ტურნირის შესახებ უნდა ვიცოდეთ

2023 წლის 6 ერის გათამაშება 4 თებერვალს იწყება და 18 მარტს დასრულდება.


უელსი Vs. ირლანდია | გახსნითი მატჩი

ექვსი ერის მატჩს უელსი – ირლანდიის მატჩი გახსნის, რომელიც კარდიფში, “პრინციპალიტის” სტადიონზე, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ უელსის ნაკრებმა საქართველოსთან ისტორიული მარცხის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი – უეინ პივაკი გაათავისუფლეს და ეროვნული ნაკრების მწვრთნელად – უორენ გეტლანდი დააბრუნეს.

შემადგენლობები

უელსის ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ:

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1620407183707086849

ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა უელსის წინააღმდეგ:

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1621145254568300544

უელსისა და ირლანდიის ურთიერთშეხვედრები

უელსი და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება ისტორიულად 1882 წლიდან იწყება. ისტორიის განმავლობაში ისინი ერთმანეთს 133-ჯერ შეხვდნენ.

  • უელსის ნაკრების გამარჯვებები – 70 მატჩი
  • ირლანდიის ნაკრების გამარჯვებები – 56 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – 7-ჯერ

ინგლისი Vs. შოტლანდია

ინგლისი შოტლანდიის დაპირისპირება 4 თებერვალს, თბილისის დროით 20:45 საათზე შედგება. მატჩი “ტვიკენჰემზე” გაიმართება და გუნდები ერთმანეთს “კალკუტას თასის” მოსაპოვებლად დაუპირისპირდებიან.

ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დიდი ცვლილებებია, კერძოდ კი გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა – ედი ჯონსმა, რომელიც ავსტრალიის ნაკრებში დაბრუნდა.

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი ახლა – სტივ ბორთვიკია, რომელიც 6-ერზე ნაკრებს პირველად გაიყვანს.

შემადგენლობები

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1621162707616415744

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1621091354167099393

ინგლისისა და შოტლანდიის ურთიერთშეხვედრები

ინგლისისა და შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები პირველად ერთმანეთს 1871 წელს დაუპირისპირდნენ, მას შემდეგ კი 140 მატჩი ჩაატარეს.

  • ინგლისის ნაკრების გამარჯვებები – 76 მატჩი
  • შოტლანდიის ნაკრების გამარჯვებები – 45 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – 19-ჯერ

იტალია Vs. საფრანგეთი

2023 წლის ექვსი ერის პირველ ტურს მოქმედი ჩემპიონი – საფრანგეთის ნაკრები დახურავს. მოქმედი ჩემპიონები იტალიას რომში ესტუმრებიან და 2023 წლის 6 ერის გათამაშების გამარჯვებით დაწყებას შეეცდება.

იტალიის ნაკრებმა 2022 წლის 6-ერზე 2015 წლის შემდეგ პირველად მოიგო, შესაბამისად 2023 წლის 6 ერის გათამაშებაში, მათ არაერთი მატჩის მოგებაზე ექნებათ პრეტენზია.

მატჩი რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს.

შემადგენლობები

იტალიის ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ

https://twitter.com/Federugby/status/1621466030072553472

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1621477061201170432

იტალიისა და საფრანგეთის ურთიერთშეხვედრები

იტალიისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება სათავეს 1937 წლიდან იღებს, ჯამში კი 42-ჯერ ითამაშეს.

  • იტალიის ნაკრების გამარჯვებები – 3 მატჩი
  • საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებები – 43 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – ამ ნაკრებებს შორის, მატჩი ფრედ არასდროს დასრულებულა.

6 ერი იწყება – ყველაფერი, რაც ამ ტურნირის შესახებ უნდა ვიცოდეთ

სტატიის ავტორი
-