თელ ავივის გრანდ სლემი: დღე I –  ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ | პრევიუ

16 თებერვალს, ისრაელის ქალაქ თელ ავივში, თელ ავივის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორტსმენი იჭიდავებს.

პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს დროშის ქვეშ 3 სპორტსმენი იასპარეზებს.


60 კგ

2023 წელს პირველად, 60 კგ წონით კატეგორიაში ტატამზე – ლუხუმ ჩხვიმიანი გამოვა.

ლუხუმი B ბადეში განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც თურქმენი მეტოქე – ჰაკბერდი ჯუმაიევი ეყოლება. თურქმენული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველი ფალავანის მეტოქე ჩეხ – დავიდ პულკბარეკსა და ავსტრალიელ – ჯოშუა კაცს შორის გამარჯვებული იქნება.


66 კგ

66 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება – ლაშა ნადირაძე და ვაჟა მარგველაშვილი.

ლაშა ნადირაძე ასპარეზობას A ბადეში პირველივე ეტაპიდან იწყებს და მისი მეტოქე გერმანელი – მარტინ სეტსი იქნება. გერმანული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი 1/8-ფინალში, ნადირაძის მეტოქე, კვიპროსის წარმომადგენელ – ლუკა ლუოკასსა და ეკვადორელ – ლენინ პრესიადოს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, ვაჟა 2023 წელს პირველად იჭიდავებს. ვაჟას საკმაოდ რთული ბადე აქვს, არც განთესილი არ იქნება. პირველივე ეტაპზე მისი მეტოქე, ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი – ფაბიო ბაზილე იქნება. ოლიმპიური ჩემპიონის დამარცხების შემთხვევაში კი, ფილიპინელ – შუგენ ნაკანოსა და გერმანელ – ლენარტ შამბერგერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

თელ ავივის გრანდ სლემი: დღე I – ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ | პრევიუ

სტატიის ავტორი
-