27 თებერვალს Fifa-ს დაჯილდოება გაიმართა, სადაც 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე, გულშემატკივარი, მწვრთნელი, გოლი და Fair Play-ს ჯილდო გამოვლინდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Fair Play-ს ჯილდოს მფლობელი ქართველი მცველი – ლუკა ლოჩოშვილი გახდა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს კი ლეო მესი დაეუფლა, რომლისთვისაც ეს კარიერაში 77-ე ინდივიდუალური ჯილდო იყო.
თავად მესიმ კი საკუთარი ხმები შემდეგნაირად გადაანაწილა:
- პირველი ადგილი – ნეიმარი
- მეორე ადგილი – კილიან მბაპე
- მესამე ადგილი – კარიმ ბენზემა