ფრენკ ლამპარდი ლონდონის ჩელსიში დაბრუნებასთან ახლოსაა

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსიში” მთავარი მწვრთნელის სტატუსით შესაძლოა კლუბის ლეგენდა, ფრენკ ლამპარდი დაბრუნდეს.

The Times-ის ინფორმაციით, “ლურჯების” ხელმძღვანელობა კლუბის ლეგენდის დანიშვნას სეზონის ბოლომდე დროებით ვარიანტად განიხილავს.

ამ შემთხვევაში, კლუბის ხელმძღვანელობას საკმარისი დრო ექნება სხვა სპეციალისტებთან – ლუის ენრიკესთან და იულიან ნაგელსმანთან მოსალაპარაკებლად.

კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი “ჩელსის” 2019 წლიდან 2021 წლამდე უკვე ხელმძღვანელობდა და გუნდი მოედანზე 84 მატჩში გაიყვანა, საიდანაც 44 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 25-ში დამარცხდა.

ფრენკ ლამპარდი ლონდონის ჩელსიში დაბრუნებასთან ახლოსაა

სტატიის ავტორი
-