ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილი გახდა.
გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები, რომელიც ტურნირზე ისტორიაში პირველად მოხვდა, E ჯგუფში გამოვა და შვედეთის, ნიდრლანდებისა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების კალენდარი:
11 იანვარი: ნიდერლანდები – საქართველო
13 იანვარი: საქართველო – შვედეთი
15 იანვარი: საქართველო – ბოსნია და ჰერცეგოვინა
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი 10-28 იანვარს გაიმართება და ტურნირის მასპინძელი ქვეყანა გერმანია იქნება.