საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
Sofascore-ის ვერსიით, 21 წლის მცველი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ – 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.
![საბა საზონოვი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 1 საბა საზონოვი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 1](https://www.belive.ge/wp-content/uploads/2023/06/saba-sazonovi-1024x1024.png)
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც 7.8 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა, პორტუგალიელთა წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, გოლი გაიტანა, 5-ჯერ სუფთა ვარდნა, 3 ართმევა, 1 ჩაჭრა, ბურთთან 44 შეხება და 31-დან 19 ზუსტი პასი ჰქონდა.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში 3 ქულა აქვს და პირველი ტურის შემდეგ ლიდერობს. შემდეგ მატჩს რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ 24 ივნისს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.