უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, საბა საზონოვი და ზურიკო დავითაშვილი მოხვდნენ.
Sofascore-ის ვერსიით, 21 წლის ცენტრალურმა მცველმა, 7.7, ხოლო 22 წლის მარჯვენაფლანგის შემტევმა 7.9 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა.
![საბა საზონოვი და ზურიკო დავითაშვილი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ 1 საბა საზონოვი და ზურიკო დავითაშვილი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ 1](https://www.belive.ge/wp-content/uploads/2023/06/saba-sazonovi-da-zuriko-davithashvili.png)
საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე ნომინაცია, პირველ ტურში სიმბოლურ გუნდში ასევე საბა საზონოვი მოხვდა, რომელსაც 7.8 ქულით შეფასება ჰქონდა.
ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ისრაელს დაუპირისპირდება – მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 1 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.