“ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი კარგ სეზონს ატარებს და შემთხვევითი არ არის, რომ ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
მისი მიმდინარე სეზონის მონაგარი კი ასეთია:
- ყველაზე მეტი გოლი – ლიონელ მესი
- ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა – ლიონელ მესი
- ყველაზე მეტი დრიბლინგი – ლიონელ მესი
- ყველაზე მეტი შექმნილი მომენტი – ლიონელ მესი
- ყველაზე მეტი ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმა – ლიონელ მესი
- 90 წუთში ყველაზე მეტი საკვანძო გადაცემა – ლიონელ მესი
- ყველაზე მეტი გოლი საჯარიმოს გარედან – ლიონელ მესი
“ბარსელონას” კაპიტნისთვის 2018 წელი დასრულდა, თუმცა სეზონი ჯერ შუა პერიოდშია და ლეოს ამ ყველა კომპონენტის გაუმჯობესების შანსი აქვს.