დუდუ ქუბრიაშვილი XII ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

საქართველოს ნაკრები მორაგბე, დუდუ ქუბრიაშვილი top 14-ის XII ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 

“გრენობლისა” და საქართველოს ნაკრების პირველ ხაზელი კარგ ფორმაში იმყოფება. მან ბოლო ტურის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ერთ-ერთი გამორჩეული იყო. “გრენობლმა” ქუბრიაშვილის ყოფილი გუნდი, “მონპელიე” დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 17:16 დაამარცხა.

“გრენობლი” XII ტურის შემდეგ, 19 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. “Top 14”-ს კი 43 ქულით “კლერმონი” ლიდერობს.

დუდუ ქუბრიაშვილი XII ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

სტატიის ავტორი
-