ქუთაისის სარაგბო კლუბმა რუსეთის 20 წლამდე ნაკრები გაანადგურა

პირველი რიგის კლუბმა, ქუთაისის “არესმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ქუთაისლებმა “აია არენაზე” რუსეთის 20 წლამდე ნაკრები მიიღეს და 44:7 მოუგეს. “არესმა” მეტოქეს 8 ლელო დაუდო, თავად კი მხოლოდ 1 მიიღო. რუსეთის 20 წლამდე ნაკრებისთვის ეს მოსამზადებელი ეტაპი იყო. რუსები კონტინენტის პირველობისთვის ემზადებიან.

“არესი” და რუსეთის 20 წლამდე ნაკრები ერთმანეთს კიდევ 2-ჯერ შეხვდებიან.

ქუთაისის სარაგბო კლუბმა რუსეთის 20 წლამდე ნაკრები გაანადგურა

სტატიის ავტორი
-