რონალდუ იტალიის დაპყრობას განაგრძობს! – მორიგი რეკორდი კრიშტიანუსგან

რონალდუმ ლაციოსთან მატჩში 88-ე წუთზე შეძლო გამარჯვების გოლის გატანა, რაც მისთვის მიმდინარე სერია ა-ში მე-15 აღმოჩნდა. ის აღნიშნული გოლით ისტორიაში შევიდა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ 8 გასვლით შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.

რონალუს რეკორდს ეს გუნდები “შეეწირნენ”: ფროსინონე, უდინეზე, ემპოლი, მილანი, ფიორენტინა, ტორინო, ატალანტა და ლაციო.

შეგახსნებთ, რომ პორტუგალიელი ბომბარდირთა დავაში ფაბიო კუალიარელას 1 გოლით ჩამორჩება.

რონალდუ იტალიის დაპყრობას განაგრძობს! – მორიგი რეკორდი კრიშტიანუსგან

სტატიის ავტორი
-