“ბატე ბორისოვის” ფეხბურთელებმა ევროპა ლიგის მატჩში “არსენალთან” სენსაციური გამარჯვების შემდეგ პარასკევის დილის 8 საათზე გამარჯვება “Burger King”-ის ბურგერებით აღნიშნეს.
Nothing rubs salt into the wounds more than sitting next to Alex Hleb and the BATE team while they celebrate beating Arsenal by wolfing down a Double Whopper meal at 8am pic.twitter.com/7DOW4XYsXE
— Charles Watts (@charles_watts) February 15, 2019
ბატეს არასდროს არ ჰქონდა მოგებული მატჩი ევროპის თასების პლეი-ოფის სტადიაში და “არსენალთან” შეხვედრამდე ორი თვე არცერთი მატჩი არ ჰქონდა ჩატარებული. და რამდენიმე ფეხბურთელები, მათ შორის ყოფილი მეთოფე ალექსანდრ გლები, “Football.london”-ის ჟურნალისტმა ჩარლს უოთსმა დილის 8 საათზე ბურგერებით ხელში დააფიქსირა, სადაც დიდებულ გამარჯვებას აღნიშნავდნენ.
შეგახსნებთ, რომ განმეორებითი მატჩი ლონდონში 21 თებერვალს გაიმართება.