“პსჟ”-ს ფეხბურთელი, ანხელ დი მარია შესანიშნავ ფორმაში შევიდა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა გუშინ საფრანგეთის თასზე “დიჟონთან” (3:0) დუბლი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ დი მარია ნეიმარის ტრავმის შემდეგ ათამაშდა.
პარიზელთა ვარსკვლავი 24 იანვარს დაშავდა, რის შემდეგაც ანხელმა 8 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და შეასრულა 3 საგოლე გადაცემა.
საინტერესოა, რომ მადრიდის “რეალის” ყოფილ ფეხბურთელს 24 იანვრამდე მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი.