1977 წლის 27 თებერვალს არგენტინის ნაკრებში დიეგო მარადონას დებიუტი შედგა. ეს უნგრეთთან ამხანაგური მატჩისას მოხდა, 16 წლისა და 4 თვის დიეგო მატჩის 65-ე წუთზე ლეოპოლდო ლუკე შეცვალა, ეს ისტორიული ფაქტი ლეგენდარულ “ბომბონერაზე” მოხდა. არგენტინის ნაკრებმა ის მატჩი 5:1 მოიგო, ბეტრონიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ლუკემ დუბლი გაიფორმა. დიეგომ ნაკრებში 91 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა მონაწილეობა კი 4 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო.
![42 წლის წინ, დღევანდელ დღეს…. 42 წლის წინ, დღევანდელ დღეს….](https://old.belive.ge/wp-content/uploads/2019/02/maradona.jpg)