გუშინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა.
კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა.
აღნიშნული მატჩის მე-3 გოლისას ესპანურმა მედიამ სერხიო რამოსისგან საინტერესო სიტყვები გამოიჭირა.
გუნდის კაპიტანმა გაშვებული პენალტის შემდეგ, თანაგუნდელებს მიმართა: “მათ 6-მდე ნუღა ავიყვანთ.”