კატალონიის “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი ლიდერისთვის – მარკუს რეშფორდისთვის 100 მილიონი გამოყო. ამის შესახებ thesun.co.uk-ი იუწყება.
როგორც thesun.co.uk-ი იუწყება, ესპანელები სერიოზულად დაინტერესდნენ 21 წლის ინგლისელით, რომელიც კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. მარკუს რეშფორდს “მანჩესტერთან” კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს და ჯერ-ჯერობით მას ახალი კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია.
კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა – ხოსეპ ბართომეუმ ამ ფაქტზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მარკუს რეშფორდი ძალიან კარგი და დიდი ტალანტია, მას 2020 წელს კონტრაქტი უმთავრდება საკუთარ კლუბთან. ჩვენი ჯგუფი მუშაობს იმაზე, რომ ახალგაზრდა ინგლისელს უარი ვათქმევინოთ ახალ კონტრაქტზე და ჩვენს კლუბში გადმოვიდეს.”