ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში “ბუდუჩნოსტმა”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე იცავს “ცედევიტა” 87:72 დაამარცხა.
პირველი შეხვედრა “ბუდოჩნოსტმა” 83:90 წააგო. სტუმრებმა პირველ ტაიმში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს პოდგორიცულ გუნდს, მაგრამ მესამე მეოთხედში მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეძლეს. მესამე და გადამწყვეტი მატჩი 7 აპრილს ზაგრებში გაიმართება.
ბითაძემ 20 წუთი და 13 წამი ითამაშა. ამ პერიოდში 11 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე ქართველ ცენტრს კუთვნილი ჯილდო, ადრიატიკის ლიგის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი გადასცეს.