დღეს ბოკა ხუნიორსის დაბადების დღეა

არგენტინული ფეხბურთის გამორჩეული კლუბი, “ბოკა ხუნიორსი” იუბილარია. გუნდს 114 წელი შეუსრულდა.

“ბოკა ხუნიორსი” 1905 წლის 3 აპრილს ბუენოს-აირესში დაარსდა. 1913 წელს გუნდმა პირველად ითამაშა არგენტინის “პრიმერადივიზიონში”. წლების განმავლობაში ისინი უმაღლეს ლიგაში თამაშზე ოცნებობდნენ. ამ პერიოდში გუნდების რაოდენობა 5-დან 16-მდე გაზარდეს. “ბოკა ხუნიორსმა” პირველი ტურნე 1925 წელს გამართა. გუნდი ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში ჩავიდა.

“ბოკა ხუნიორსს” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მრისხანე გულშემატკივარი ყავს. კლუბის საშინაო არენა, “ლა მობმონერა” ორ ფერშია გადაწყვეტილი. ლურჯი და ყვითელი ფერები ბუენოს-აირესის ქუჩებში დომინირებს. ქალაქის მეორე ნახევარი კი მოსისხლე მტრის, “რივერ პლეიტის” ფერებშია გადაწყვეტილი.

“ლა ბომბონერაზე” 49 ათასი გულშემატკივარი ეტევა. სტადიონს 6-ჯერ გადაერქვა სახელი. მიმდინარე დასახელება კი 1940 წლიდან ჰქვია.
დღეს ბოკა ხუნიორსის დაბადების დღეა 1

“ბოკა ხუნიორსის” საუკეთესო ბომბარდირი 236 გატანილი ბურთით მარტინ პალერმოა. მეორე ადგილზე 221 გოლით რობერტო ჩეროა. ყველაზე მეტი, 426 მატჩი “ბოკას” მაისურით რობერტო მოუცოს აქვს ნათამაშები.

არგენტინის “პრიმერადივიზიონი” “ბოკას” 33-ჯერ აქვს მოგებული. არგენტინის თასი მხოლოდ 3-ჯერ. ლიბერტადორესის თასი “ბოკას” ისტორიაში 6-ჯერ აქვს მოგებული.
დღეს ბოკა ხუნიორსის დაბადების დღეა 2

გარდა ფეხბურთისა, “ბოკას” კალათბურთის, ფრენბურთის, ძიუდოს, კატარესა და ტაეკვანდოს გუნდები ჰყავს.

დღეს ბოკა ხუნიორსის დაბადების დღეა

სტატიის ავტორი
-