ტურინის “იუვენტუსს” 19 წლის მოისე კინის სახით ძალიან ძლიერი თავდამსხმელი ეზრდება.
ფეხბურთელმა უკვე ითამაშა იტალიის ეროვნულ ნაკრებში, სადაც 2 გოლი გაიტანა, მიმდინარე სერია ა-ში კი 4 გოლი შეაგდო.
მოისე კინის დედა, იზაბელა კინი იმ დღეს იხსენებს, როდესაც მისმა შვილმა “იუვესთან” კონტრაქტი გააფორმა.
“ფული არ გვქონდა, ჩემმა შვილმა კი დილის 6-ის ნახევარზე სამსახურში დამირეკა. მას ვუთხარი: “არ თქვა, რომ “იუვესთან” ხელშეკრულება ვერ გააფორმე.” მოისემ კი მიპასუხა: “დღეიდან სამსახურს დატოვებ და ჩემთან ერთად ტურინში წამოხვალ,” – თქვა იტალიელი თავდამსხმელის დედამ.