მიხეილ ნარიაშვილი ბრუნდება!

როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ ნარიაშვილი უკვე 2-3 თვეა ვერ თამაშობს, რადგან როგორც მან Live.ge-ს განუცხადა, 13 ივნისს გარე მენისკის ოპერაცია გაიკეთა.

ნარიაშვილის განცხადებით, მენისკის გამო უკანასკნელ პერიოდში ვარჯიშს ვეღარ ახერხებდა. მიხეილ ნარიაშვილმა Live.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და რომ ამჟამად რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე იმყოფება.

ცნობილია, რომ ბორჯღალოსნების მარჯვენა ბურჯი გუნდს მომდევნო კვირაში შეუერთდება და დაახლოებით 2-3 კვირაში შეძლებს თამაშს. მისი თქმით, ნაკრებში გამოძახების შემთხვევაში, იგი ნაკრებისთვის ბოლომდე დახარჯვისთვის მზადაა.

შეგახსენებთ ,რომ ამ მომენტისთვის “ბორჯღალოსანთა” საკმაოდ დიდი ნაწილია ტრავმირებული: გიორგი ცუცქირიძე, მერაბ შარიქაძე, გიორგი (კოკი) თხილაიშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, გიორგი კოშაძე, მირიან მოდებაძე.

ბორჯღალოსნები პირველ ტესტ მატჩს 10 ნოემბერს ფლორენციაში იტალიის წინააღმდეგ გამართავენ.

მიხეილ ნარიაშვილი ბრუნდება!

სტატიის ავტორი
-