ბითაძის მორიგი გაბრწყინება: 26 წუთში 25 ქულა

სერბეთის ჩემპიონატში “მეგა ბიმაქსი”, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, სტუმრად “დინამიკს” შეხვდა და ყოველგვარი პრობლემების გარეშე, 102:85 დაამარცხა.

მოედანზე საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ცენტრი იყო.

ბითაძემ არასრულ 27 წუთში 25 ქულა, 11 მოხნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მან 4-დან სამი სამქულიანი ჩააგდო, რაც ცენტრისთვის იშვიათი თვისებაა.

“მეგა ბიმაქსი” შემდეგ შეხვედრას “ტამიშის” წინააღმდეგ გამართავს.

ბითაძის მორიგი გაბრწყინება: 26 წუთში 25 ქულა

სტატიის ავტორი
-