ნაცუ ბაშოს გამარჯვებულს  თასს დონალდ ტრამპი გადასცემს

იაპონიის სუმოს ასოციაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოს ბოლო დღეს დაესწრება და გამარჯვებულს ჯილდოსაც გადასცემს.

გეგმის მიხედვით 26 მაისს ტრამპი ბაშოს ბოლო სამ ბრძოლას დაესწრება. ამერიკის პრეზიდენტმა სუმოზე გასულ თვეში, ვაშინგტონში, იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესთან შეხვედრისას ისაუბრა.

“მე ყოველთვის ვფიქრობდი რომ სუმო განსაკუთრებულია, ჩვენ სპეციალურად დავამზადებინეთ პრიზი, რომელსაც გამარჯვებულს ტურნირის დასასრულს გადავცემთ.” – განაცხადა ტრამპმა შეხვედრისას.

ჯილდოს სახელი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდო ვარიანტებს შორის “ტრამპის თასიც” განიხილება. სუმოს ასოციაცია გეგმავს რომ პრეზიდენტმა ბრძოლებს თვალი დოჰიოს მახლობლად დადგმული სპეციალური მაგიდიდან მიადევნოს, უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით.

25-28 მაისს დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მელანია იქნებიან პირველი ოფიციალური პირები, რომლებიც იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის შემდეგ იაპონიას ესტუმრებიან.

ნაცუ ბაშოს გამარჯვებულს თასს დონალდ ტრამპი გადასცემს

სტატიის ავტორი
-