სერბეთის ჩემპიონატში “მეგა ბიმაქსმა”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე იცავს “პარტიზანთან” ითამაშა და 90:81 დამარცხდა.
მარცხის მიუხედავად, ქართველმა კალათბურთელმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.
მან პარკეტზე 29 წუთი და 19 წამი გაატარა. ამ პერიოდში 26 ქულა, 16 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ის “მეგა ბიმაქსში” დაბრუნების შემდეგ ზედიზედ მესამე მატჩში აგროვებს 18 ქულაზე მეტს.
“მეგა ბიმაქსი” 4 მოგებით B ჯგუფში მე-2 ადგილზეა და 19 მაისს სტუმრად “ნოვი პაზარს” შეხვდება.