მადრიდის “რეალმა” გასულ კვირას ედენ აზარის გადაბირება მოახერხა. “ბლანკოსს” ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაუჯდა.
როგორც ცნობილია, ბელგიელი ახალ კლუბში ანაზღაურების სახით კვირაში 400 000 ევროს მიიღებს.
აზარის ხელფასი “ჩელსისგან” განსხვავებით 2-ჯერ მეტი იქნება. ედენს ინგლისში 200 000 ევროს უხდიდნენ.
ჯამში, ედენ აზარს “რეალი” წელიწადში 19.2 მილიონს, ყოველთვიურად 1,7 მილიონს, დღეში 57 000-ს, საათში კი 2380 ევროს გადაუხდის.
ბელგიელი ახალწვეულის შემდეგ, მადრიდულ გრანდში ყველაზე დიდი ანაზღაურება ბეილს (350 000 ევრო კვირაში) და ხამეს როდრიგესს (250 000£) აქვთ. თუმცა, დიდი ალბათობით, ორივე მათგანი ზაფხულში ესპანეთს დატოვებს.