ადრიან ვოინაროვსკის (ESPN) ინფორმაციით, ნიუ ორლეანს პელიკანსსა და ლოს ანჯელესი ლეიკერსს შორის შეთანხმება მიღწეულია და მომავალი სეზონიდან ენტონი დევისი ლებრონ ჯეიმსის გვერდით ითამაშებს. თუმცა ლეიკერსს სამი კალათბურთელის დათმობა მოუწია: ლონზო ბოლი, ბრენდონ ინგრამი, ჯოშ ჰარტი პელიკანსში გადავიდნენ. გარდა ამისა, პელიკანსი პირველი რაუნდის სამ პიკს მიიღებს – აქედან ერთი კი 2019 წლის მე-4 პიკია.
Anthony Davis is reportedly headed to the Lakers. pic.twitter.com/fDERiRzPr4
— NBA TV (@NBATV) June 15, 2019