საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.
ძიუდოს მსოფლიო პირველობა 25 აგვისტოს დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. ტურნირი იაპონიის დედაქალაქში, ტოკიოში გაიმართება. საქართველოს ნაკრები 9 ძიუდოისტისგან დაკომპლექტდა.
- –60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი; ამირან პაპინაშვილი
- -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი; ბაგრატ ნინიაშვილი
- -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
- -81 კგ: ლუკა მაისურაძე
- -90 კგ: ბექა ღვინიაშვილი
- -100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი
- +100 კგ: გურამ თუშიშვილი