საქართველოს ნაკრების და დონეცკის “შახტარის” მცველი, დავით ხოჭოლავა, უკრაინის ჩემპიონატის მე-8 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
“შახტარმა ოლექსანდრიას გოლი მალევე გაუტანა, შესაბამისად, მასპინძლებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და შეტევაზე გადავიდნენ. შახტარის დაცვის ხაზი კი იდეალურად თამაშობდა. გამორჩეული დავით ხოჭოლავა იყო, რომელიც ჩაჭრებში და ორთაბრძოლებში შეუცდომლად თამაშობდა”, – წერს უკრაინული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველი ფეხბურთელი დონეცკის “შახტარის” ღირსებას 2017 წლის 1 ივლისიდან იცავს და სასიხარულოა, რომ იგი სტაბილურად თამაშობს “შახტარის” ძირითად გუნდში.