13 ოქტომბერს, ჰამბურგში, ვან დერ ვაარტის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება, სადაც მონაწილეობას არაერთი ვარსკვლავი მიიღებს.
ამ გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას ასევე ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელი – შოთა არველაძე მიიღებს, რომელიც რაფაელ ვან დერ ვაარტთან ერთად “აიაქსის” ღირსებას 2000-2001 წლებში იცავდა. ამის შესახებ შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:
რაფაელ ვან დერ ვაარტის ვარსკვლავურ გუნდში შემდეგი ფეხბურთელები ითამაშებენ: ვან დერ საარი, ვან დერ ვაარტი, კანავარო, ზეედორფი, ოვერმარსი, ოიერი, ჰუნტელაარი, სნეიდერი, ვან ბომელი, ვან ბრონჰოშტი, დეფო, ვან პერსი, პატრიკ კლუივერტი, რობენი და კრაუჩი.