საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ ირანის ნაკრები უმკაცრესად დასაჯა

2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ირანის ნაკრებიდან მსოფლიო ჩემპიონი – საიდ მოლაი მოკვეთეს. ირანელმა ძიუდოისტმა კი თავშესაფარი ითხოვა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ეს ფაქტი  შეისწავლა და დღეს საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. დღეიდან ირანის ნაკრები IJF-ის მიერ ჩატარებულ ვერცერთ შეჯიბრში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

როგორც ცნობილი გახდა, ირანის ძიუდოს ფედერაციამ ორი მუხლი დაარღვია: 1) მუხლი 1.2.2 (უნივერსალურობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის პატიცისცემა) 2) მუხლი 1.2.4 (რასისტული, სექსისტური, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა ნებიემისი დისკრიმინაციის აკრძალვა). 

 

 

საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ ირანის ნაკრები უმკაცრესად დასაჯა

სტატიის ავტორი
-