ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე შანხაის მასტერსის მე-3 წრეში ცნობილია.
ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-5 ჩოგანს, დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება.
ავსტრიელმა მოთამაშემ დღეს თავისი შეხვედრა კარენო-ბუსტასთან 2 სეტში მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა ჩინეთის ტურნირის პირველ წრეში რადუ ალბოტს აჯობა, შემდეგ კი ბენუა პერი დაამარცხა.
ბასილაშვილი ტიმს შანხაიმდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მაშინ ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 2 სეტში სძლია.
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და დომინიკ ტიმის თამაში ხვალ 13:30-ზეა ჩანიშნული.