როლან გაროსის ყველაზე ხნიერი ჩემპიონი გარდაიცვალა

უცხოური მედიაგამოცემა Reuters-ის ცნობით 1972 წელს საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული ანდრეს ხიმენო 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომხდარს თანამედროვე ჩოგბურთის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა, დიდი სლემის ტიტულების 19-გზის ჩემპიონი, რაფაელ ნადალი გამოეხმაურა.

“ძალიან ვწუხვარ ანდრეს ხიმენოს გარდაცვალების გამო. ის ესპანური ჩოგბურთისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს”, – განაცხადა რაფაელ ნადალმა.

ანდრეს ხიმენო როლან გაროსის ერთ გზის ჩემპიონია, ის ასევე ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტიც გახლდათ 1969 წელს.

როლან გაროსის ყველაზე ხნიერი ჩემპიონი გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-