გასულ კვირაში დენის შაპოვალოვმა სტოკჰოლმის ტურნირი შესანიშნავად ჩაატარა და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.
შაპოვალოვის ჩემპიონობისაკენ მიმავალი გზა რთული ნამდვილად არ ყოფილა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე რთული მეტოქე მას ფინალში ჰყავდა, ეს გახლდათ ფილიპ კრაინოვიჩი, რომელსაც აღნიშნულ ტურნირზე განთესვა საერთოდ არ ჰქონდა.
შაპოვალოვმა საფინალო მატჩი საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა, მან მეტოქე 2-სეტში, ანგარიშით – 6:4, 6:4 დაამარცხა.
შეხვედრის ვიდეომიმოხილვა: