21 ოქტომბერს “გენტმა” ამხანაგური მატჩი “ბეერსხოტთან” გამართა და მეტოქე 8:0 გაანადგურა.
ბელგიელთა შემადგენლობაში გაიბრწყინა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც შეხვედრაში 4 გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, 20 წლის ფეხბურთელი თამაშს კვლავ ვერ ახერხებს.
“გენტი” ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ 20 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.