რაგბის მსოფლიო თასის ფინალს ფრანგი რეფერი განსჯის

რაგბის მსოფლიო თასის ფინალს, რომელიც 2 ნოემბერს იოკოჰამაში გაიმართება ინგლისსა და სამხრეთ აფრიკას შორის ფრანგი რეფერი ჟერომ გარსეზი განსჯის.  46 წლის გარსეზი პირველი ფრანგია ვისაც აღნიშნული პატივი ერგო.

ფრანგი მსაჯი 55 ტესტ-მატჩით ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილად ითვლება, ფინალი მისთვის მე-11 მატჩი იქნება რაგბის მსოფლიო თასზე. გარსეზს კიდებიდან რომან პუატი (საფრანგეთი) და ბენ ო’კიფი (ახალი ზელანდია) დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ბენ სკინი (ახალი ზელანდია) იქნება.

მესამე ადგილისთვის მატჩს უელსსა და ახალ ზელანდიას შორის ინგლისელი უეინ ბარნსი განსჯის, რომელსაც სამხრეთ აფრიკელი იაკო პეიპერი და ფრანგი პასკალ გოზერი დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი სამხრეთ აფრიკელი მარიუს იონკერი იქნება.

წინა ფინალების მსაჯები:

1987 – კერი ფიცჯერალდი (ავსტრალია)

1991 – დერეკ ბევანი (უელსი)

1995 – ედ მორისონი (ინგლისი)

1999 – ანდრე უოტსონი (სამხრეთ აფრიკა)

2003 – ანდრე უოტსონი (სამხრეთ აფრიკა)

2007 – ალან როლანი (ირლანდია)

2011 – კრეიგ ჟუბერი (სამხრეთ აფრიკა)

2015 – ნაიჯელ ოუენსი (უელსი)

რაგბის მსოფლიო თასის ფინალს ფრანგი რეფერი განსჯის

სტატიის ავტორი
-