გერმანიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა და მსოფლიო ჩემპიონმა, მიროსლავ კლოზემ რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა.
“ვერდერისა” და “ბაიერნის” ყოფილმა მოთამაშემ, რომელმაც ბუნდესლიგაში 121 გოლი გაიტანა, მიუნხენელთა 9-იანი შეაქო.
“ლევანდოვსკის თამაში ჩემს სტილს ჰგავს, მაგრამ პოლონელი იმაზე 10-ჯერ უფრო კარგია, ვიდრე მე ვიყავი.
რობერტი შემდგარი ფორვარდია, რომელიც თავისუფლად იყენებს ორივე ფეხს. ლევანდოვსკი მაღალ ბურთებზე შესანიშნავად თამაშობს და ძლიერი დარტყმა აქვს,” – თქვა კლოზემ.
შეგახსენებთ, რომ მიროსლავ კლოზემ კარიერა 2016 წელს “ლაციოში” დაასრულა. გერმანელი “ბაიერნში” 2007/11 წლებში თამაშობდა.