არგენტინასა და ურუგვაის ეროვნულ გუნდებს შორის ფრედ დასრულებული (2:2) ამხანაგური შეხვედრის მიმდინარეობისას, ედისონ კავანიმ ლიონელ მესი საჩხუბრად გამოიწვია, რაზეც “ალბისელესტეს” კაპიტანი დათანხმდა და უპასუხა: “როცა გსურს”.
სამხრეთამერიკული ნაკრებების ფეხბურთელების დაპირისპირება ურუგვაელი მცველების მიერ “ბარსელონას” კაპიტნის უხეშად წაქცევამ გამოიწვია, “პსჟ-ს” თავდამსხმელი კი თანაგუნდელებს გამოექომაგა.
თელ-ავივში გამართულ შეხვედრაში გოლის გატანა ორივე ხსენებულმა ფეხბურთელმა მოახერხა, ურუგვაელთაგან მესის მეგობარმა ლუის სუარესმაც შეაგდო.
ამჯერად ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანის შემდეგ, 5 ოქროს ბურთის მომგებ ფეხბურთელს ნაკრებში 70 გოლი მოუგროვდა, პელეს შედეგის გაუმჯობესებამდე კი არგენტინელთა საუკეთესო ბომბარდირს მეტოქის კარის 7-ჯერ აღება აშორებს.
![კავანიმ მესი საჩხუბრად გაიწვია (ვიდეო) 1 video](https://www.live.ge/files/2019/11/urugvaiiii.png)