ბუნდესლიგაში 2019 წელი საინტერესოდ დასრულდა. გერმანიის ჩემპიონატში ერთ კალენდრულ წელიწადში 1000 გოლი გავიდა.
წლის ბოლო გოლი ბას დოსტმა გაიტანა, რომელმაც “პადერბორნს” გაუტანა, თუმცა “აინტრახტი” მარცხისგან ვერ იხსნა (1:2).
შემდეგი შეხვედრა გერმანიის ჩემპიონატში უკვე მომავალ წელს, იანვრის შუაში შედგება, როცა “შალკე” მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” დაუპირისპირდება.