ეროვნული ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლეგიონერმა და საუკეთესო მეკარემ, ხოსე პერალესმა “დინამო თბილისი” ოფიციალურად დატოვა.
26 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა. პერალესი საქართველოში გატარებულ პერიოდს კარგად იხსენებს.
“მეგობრებო, დამშვიდობების დროა. 31 დეკემბერს მე დავტოვებ “დინამოს”. ეს იყო სეზონი, რომლის განმავლობაშიც ვგრძნობდი დიდ სიყვარულსა და პატივისცემას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ტიტული ერთად მოვიპოვეთ.
მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ადაპტაციის მარტივად გავლაში დამეხმარეთ. ჩამოსვლიდან პირველივე დღიდან, სეზონის ბოლომდე ვისწავლე ყველაფერი როგორც კარგი, ასევე, რთული მომენტებიდან.
ჩვენი გზების დაშორების დროა, მაგრამ ეს პერიოდი ყოველთვის მემახსოვრება.
გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ახალ, 2020 წელს,” – დაწერა პერალესმა.