პიერ-ემერიკ ობამეიანგი, დიდი ალბათობით, ახალ წელს ლონდონს დატოვებს. გაბონელი ფეხბურთელის წარმომადგენლებმა “არსენალს” გადაწყვეტილების შესახებ მოახსენეს.
ბრიტანელი ჟურნალისტის, იან მაქგერის ინფორმაციით, “მეთოფეთა” 9-იანი იანვრიდან “არსენალში” თამაშის სურვილს აღარ გამოთქვამს.
როგორც ცნობილია, ობამეიანგის გადაბირება 2 ესპანურ გიგანტს – “ბარსელონასა” და “რეალს” სურს.
ამასთანავე, ლონდონური კლუბი 30 წლის თავდამსხმელის შემცვლელად ოლივიე ჟირუს დაბრუნებას განიხილავს.
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა “არსენალის” მაისურით ჩატარებულ 89 მატჩში 56 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.