ზამთრის შესვენების დასრულებისა და ბელგიის ჩემპიონატის განახლებამდე, “გენტი” შეკრებას ესპანეთში გადის, სადაც ამხანაგურ შეხვედრებსაც მართავს.
10 იანვარს, ქართველების გუნდი გერმანულ “ინგოლშტადს” დაუპირისპირდა და 3:2 მოუგო. “ბუფალოებს” გიორგი ქვილითაიამ მოაგებინა, რომელმაც 47-ე და 87-ე წუთებზე ზუსტი თავური დარტყმებით დუბლი შეასრულა. 26 წლის ქართველმა სრულად ითამაშა.
იუპილერ ლიგაში, რომელშიც “გენტი” 21 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა, შემდეგი შეხვედრა ქვილითაიას და ჩაკვეტაძის გუნდს 18 იანვარს, მუსკრონთან ელის.