უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთი 12:6 დაამარცხა.
9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ, ქართველები შეეცდებიან, რომ გერმანია/რუმინეთის წყვილში გამარჯვებულსაც აჯობონ და ტურნირი საკმაოდ კარგი შედეგით – მე-9 ადგილით დაასრულონ.
საქართველოს ნაკრებს თურქეთთან გამარჯვება არ გასჭირვებია. პირველი და მესამე მეოთხედები ქართველებმა ერთი და იმავე ანგარიშით – 4:1 მოიგეს, მე-2 და მე-4 ტაიმები კი ფრედ დაასრულეს – 2:2; 2:2.