დღეს, 22 თებერვალს, სტარტი დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღემ აიღო, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 4 ფალავანი იცავს: ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი -73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, ხოლო -81 კგ-ში კი, ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იბრძოლებენ მედლებისთვის.
-73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფრიდონ გიგანმა მეორე რაუნდში მაროკოელი – აჰმედ ელ მეზიატი დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე მონღოლი – ცოგბაატარ ცენდ-ოჩირი იქნება.
რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს, მან მეორე რაუნდში ბოცვანელ – ტირელო ლეკოკოსთან იმარჯვა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც ლაშა უზბეკ მეტოქეს – შახრამ ახადოვს დაუპირისპირდება.