საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის შეხვედრის MVP გახდა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა, რომლის ღირსებასაც 5 ქართველი ფეხბურთელი იცავს, ფამაგუსტურ დერბიში “ნეა სალამისს” კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში 3:2 მოუგო, რომლის ბოლო წუთებშიც ლორიამ გუნდი გოლისგან იხსნა და გამარჯვება მოუპოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ანორთოსისის” ოფიციალურ გვერდზე გამოკითხვა ჩატარდა, სადაც გულშემატკივრებმა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს – ქომაგების სიმპატია გამოცდილ ქართველ მეკარეს ერგო.
ქართველების გუნდი ჩემპიონატში პირველია და საჩემპიონო ჯგუფის დაწყებამდე ბოლო შეხვედრას “აეკ ლარნაკასთან” გამართავს.