ეფესის კალათბურთელი ევროლიგის ისტორიაში შევიდა

ევროლიგის 28-ე სათამაშო დღეს “ეფესმა” შინ “ოლიმპიაკოსი” მიიღო და მეტოქე 12 ქულის სხვაობით, 91:79 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობაში კვლავ გამორჩეული იყო შეინ ლარკინი.  27 წლის გამთამაშებელმა “ოლიმპიაკოსს” 40 ქულა ჩაუგდო, რითაც ტურნირის ისტორიაში შევიდა.

თურქეთის ნაკრების წევრი გახდა პირველი კალათბურთელი ევროლიგაში, რომელმაც 40+ ქულა ორ თამაშში ჩააგდო. ლარკინმა ამის გაკეთება ნოემბერში, “ბაიერნთან” მოახერხა. შეინმა მაშინ გერმანელთა წინააღმდეგ 49 ქულა დააგროვა.

ეფესის კალათბურთელი ევროლიგის ისტორიაში შევიდა

სტატიის ავტორი
-