შენგელიას 24 ქულა, MVP და ჯენინგის Game Winner-ი ევროლიგაზე (ვიდეო)

ევროლიგის 28-ე ტურში “ბასკონიამ” შინ “ალბა” მიიღო და მეტოქე ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, მეტ ჯენინგის გადამწყვეტი სამქულიანით – 73:72 დაამარცხა.

ესპანელთა შემადგენლობაში კვლავ საუკეთესო იყო გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია. ქართველმა ფორვარდმა 34 წუთში 28 ქულას (6-დან 5 ჯარიმა, 13-დან 8 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი), 7 მოხსნას (4 მეტოქის ფარზე), 3 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. თორნიკემ მოახერხა და მატჩის MVP-ის წოდება კიდევ ერთხელ მოიპოვა.

აღსანიშნავია მეტ ჯენინგის თამაშიც, რომელმაც შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე, სამქულიანი ჩააგდო და “ბასკონიას” უმნიშვნელოვანესი მოგება მოუტანა.

“აი როგორ ხდები შენი გუნდის გმირი,” – ევროლიგის ოფიციალური გვერდი თორნიკეს დაფარებას ასე გამოეხმაურა. მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე შენგელიამ “ალბას” კალათბურთელების სროლა დაბლოკა.

“ბასკონია” 73:72 “ალბა” – მატჩის ბოლო წუთი

 

შენგელიას 24 ქულა, MVP და ჯენინგის Game Winner-ი ევროლიგაზე (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-