რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საკალათბურთო სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ამერიკელ კალათბურთელს – კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ასევე ცნობილია, რომ მასთან ერთად კორონავირუსი, მის 3 თანაგუნდელს დაუდგინდა, თუმცა ჯერჯერობით “ბრუკლინი” მათ ვინაობას არ ასაჯაროვებს.
Breaking: Kevin Durant is among four Nets players who tested positive for the coronavirus.
Durant confirmed the positive test to The Athletic and said he is feeling fine. pic.twitter.com/avwQ10zJEY
— SportsCenter (@SportsCenter) March 17, 2020
ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა თავად კალათბურთელიც: “თავს გაუფრთხილდით და ამ ამბავს აუცილებლად გადავიტანთ”. – განაცხადა კევინ დურანტმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით უკვე არაერთი NBA-ს ვარსკვლავია ინფიცირებული: რუდი გობერი, დონოვან მიჩელი (“იუტა”) და კრისტიან ვუდი (“დეტროიტი”). ამ კალათბურთელებს კი რამდენიმე წუთის წინ კევინ დურანტი მიემატა.