მაიკ ტაისონი: “მუჰამედ ალისთან დავმარცხდებოდი”

კრივის მოყვარულების უმეტესობა ამ სპორტის ორი ლეგენდარული მებრძოლის მაიკ ტაისონისა და მუჰამედ ალის დაპირისპირებას სიამოვნებით იხილავდა. “ოცნების ბრძოლის” შესახებ თავად 53 წლის ამერიკელი საუბრობს.

“ვიცი, რომ ეს ბრძოლა ფანტასტიკის საქმეა. ჩემს ფანტაზიაში ვიმარჯვებ ხოლმე, მაგრამ ვიცი, რომ რეალობაში დავმარცხდები. ალი უდიდებულესია მათ შორის, ვისაც ოდესმე უჩხუბია.

ის ნამდვილი მეომარი იყო და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა, როგორც პიტბული”,-თქვა ტაისონმა.

ტაისონს კარიერის განმავლობაში 56 ბრძოლიდან 50 მოგება და 6 მარცხი აქვს.

მაიკ ტაისონი: “მუჰამედ ალისთან დავმარცხდებოდი”

სტატიის ავტორი
-