შოტლანდიურმა “ლივინგსტონმა”, რომელიც ქვეყნის უმაღლეს ჩემპიონატში გამოდის, 37 წლის ფეხბურთელის ბედის გადაწყვეტა გულშემატკივარს მიანდო.
გარი მეილი, რომელიც “ლივინგსტონის” მე-3 მეკარეა, კონტრაქტი რამდენიმე დღეში, 31 მაისს უმთავრდება.
სოციალურ ქსელში კი შოტლანდიურმა კლუბმა გამოკითხვა გამოაქვეყნა, სადაც ქომაგებმა უნდა გადაწყვიტონ – გაუხანგძლივდეს ხელშეკრულება გარის თუ “ლივინგსტონიდან” წავიდეს.
გამოკითხვაში ამჟამად 168 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული მონაწილეობა, საიდანაც 68.5% მხარს ფეხბურთელის გუნდში დარჩენას უჭერს.
გარი მეილის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ თქვენგანს, მოცემულ ბმულზე შეუძლია.
📋| Quite possibly a football first but we’re giving you the chance to decide on the future of goalkeeper @Maley1Gary.
With his contract expiring next month, we’re leaving it in the hands of the fans as to whether or not we offer “Stretch” an extension.
Stay or go – you decide!
— Livingston FC (@LiviFCOfficial) May 25, 2020