კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ფეხბურთი ესპანეთშიც ბრუნდება. ლა ლიგის მატჩები 11 ივნისს დაიწყება.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრების კალენდარი ოფიციალურად დაადასტურა.
ლა ლიგას სევილიური დერბი განაახლებს – ერთმანეთს 11 ივნისს “სევილია” და “ბეტისი” დაუპირისპირდებიან.
“ბარსელონა” სტუმრად “მალიორკას” შეხვდება, ხოლო “რეალი” შინ “ეიბარს” მიიღებს.
28-ე ტურის კალენდარი ასეთია:
11 ივნისი – “სევილია” – “ბეტისი” (20:00)
12 ივნისი – “გრანადა” – “ხეტაფე” (17:30)
12 ივნისი – “ვალენსია” – ლევანტე (20:00)
13 ივნისი – “ესპანიოლი” – “ალავესი” (11:00)
13 ივნისი – “სელტა” – “ვილიარეალი” (15:00)
13 ივნისი – “ლეგანესი” – “ვალიადოლიდი” (17:30)
13 ივნისი – “მალიორკა” – “ბარსელონა” (20:00)
14 ივნისი – “ატლეტიკი” – “ატლეტიკო” (11:00)
14 ივნისი – “რეალი” – “ეიბარი” (17:30)
14 ივნისი – “სოსიედადი” – “ოსასუნა” (20:00)