კრიშტიანუ რონალდუს შრომისუნარიანობის შესახებ საფეხბურთო სამყაროს ბევრი რამ სმენია.
პორტუგალიელი ფეხბურთელი ვარჯიშისადმი სიყვარულს არც 35 წლის ასაკში კარგავს, რასაც დღეს გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს.
ესპანური AS-ის თანახმად, რონალდუ სერია A-ს განახლებისთვის განსაკუთრებით ემზადება. კრიშტიანუ “იუვენტუსის” ვარჯიშზე 4 საათით ადრე მიდის, რათა თანაგუნდელებთან ერთად საწვრთნელ პროცესამდე ინდივიდუალურად ივარჯიშოს.
წყაროს თანახმად, ტესტის შედეგების მიხედვით, პორტუგალიელი იმაზე კარგ ფორმაშია, ვიდრე ის იტალიის ჩემპიონატის შეჩერებამდე იყო.